გრძელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”. მორიგი ლექცია ჩაატარა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ბატონმა რეზო გელაშვილმა (მუშაობის სტაჟი აღნიშნული სპეციალობით 40 წელი).
პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ხანძრის კერის დადგენის ძირითადი წესები; ხანძრის მიზეზების განსაზღვრისა და საგამოძიებო ვერსიების აგების პრაქტიკული ასპექტები; გამოკითხვის ჩატარებისა (შესაბამისი კითხვარის) და ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასასმელი საკითხების განსაზღვრის ძირითადი პრინციპები.