სტუდენტური კონფერენცია  ,,საქართველო- XXI საუკუნე“

2019 წლის 31 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია ,,საქართველო- XXI საუკუნე“, რომელიც საქართველოს   პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან   101 წელს მიეძღვნა.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა პროფესორ მაია ყიფიანს და მიესალმა მაქსპლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევითი ცენტრის ტრანზიციული გარდამავალი ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელს,  პროფესორი ელიკო წიკლაური ლამიხს და ტერორიზმის პრობლემის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს, კონფლიქტოლოგს ბადრი ნაჭყებიას.

პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა და კონფლიქტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ დისკუსიის რეჟიმში მიმოიხილეს საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში.

სტუდენტთა საკონფერენციო მოხსენებები იყო შემდეგი: ,,საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, გამოწვევები და პერსპექტივები“, ,,ფრილანსის პერსპექტივები“,-,,მშვიდობის იძულება, ,,საერთაშორისო სამართლის ნორმების თანაფარდობა ეროვნულ კონსტიტუციასთან“,,საბჭოთა კავშირის დაშლა და უკრაინის უსაფრთხოების ბირთვული საკითხი“,,,პირველი დამფუძნებელი კრების პოლიტიკოსი ქალები“,,ინფორმაციული ომის თავისებურებანი“,,,საქართველო და ნატო“,,,ოკუპირებული რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და პრობლემატიკა“,,,მცოცავი ოკუპაცია“,,,ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული როლი თანამედროვე და მომავლის საქართველოში“,,,მერი უოლსტონკრაფტი-,,ქალის უფლებების დაცვა“ ,,ქალთა საკითხი საქართველოში( XIX-XX საუკუნეებში), ,,იდეოლოგია: მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, ცენტრიზმი“ და სხვა.

კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply