მოკლე ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან დაკავშირებით

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2016 წლიდან ხორციელდება ინოვაციური, ისეთი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკის სამართალი, სატრანსპორტო, სამშენებლო, კულტურის სამართალი, სპორტის სამართალი, განათლების სამართალი, ჯანდაცვის სამართალი და სხვა.

საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელოები საპროკურორო სამართალი და საგამოძიებო სამართლის ორი ნაწილი. ასევე გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები მტკიცებითი სამართლის, სისხლის სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით. ლინგვოკრიმინალისტიკის პროექტში ჩართულია ისეთი მეცნიერ-მკვლევარი, როგორიცაა პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.

კვლევით პროექტებში  ჩართულნი არიან როგორც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრები, ბაკალავრები, ასევე სხვა ფაკულტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები.

კვლევითი პროექტების პარალელურად განხორციელდა უნიკალური-სასწავლო სამეცნიერო პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“,რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები; ამ პროექტის განხორციელება მოხდა სკოლის მოსწავლეების დონეზეც.

სასწავლო-პრაქტიკუი პროექტებიდან აღსანიშნავია„კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“,რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გადიან თეორიულ კურსსა  და პრაქტიკას როგორც ჩვენს ფაკულტეტზე არსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნულ ბიუროში, სადაც წამყვანი პრაქტიკოსების დახმარებით სტუდენტები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ  ყოველგვარი საექსპერტო მოქმედების შესრულებას.

ფაკულტეტზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამოიცა ილუსტრირებული, ორენოვანი საბავშვო კონსტიტუცია; პროექტების ფარგლებში ჩატარდა ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, სამშენებლო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვორქშოფები, კონფერენციები, ტრეინინგები სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

საინტერესო და მნიშვნელოვანია პროფესორ მარიამ ჯიქიას საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელობით ითარგმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი „საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები; ,ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოებზე საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.

შეუფასებელია პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ჯემალ გახოკიძე. აღნიშნული მიმართულებით პროექტებში ჩართულნი არიან ავთანდილდემეტრაშვილი, ქეთევანჯინჭარაძეს, სოფომიდელაშვილი, ნონა ლომიძე,, გიორგი კალანდაძედა თამარ კუპრეიშვილი. პროექტებიდან აღსანიშნავია „აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში“, ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. აღნიშნული პროექტების საფუძველზე იქმნება სრულიად ახალი მოდელი ქართულ სინამდვილეში ქვეყნის ტერიტორიულ მოდელთან და ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე პროეტებიდან მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტი „ბლოქჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები ელექტრონულ მმართველობაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.

მიმდინარე პროექტები ნათელი მაგალითია გამოჩენილი, ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობისა, კერძოდ, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე, კრიტიკოსი, სოსო სიგუა და ახალბედა მკვლევარები ხატია ვასაძე, სოფო დემეტრაშვილი, ნანა როსეფაშვილი, თამარ ბარამია და სხვები გაერთიანებული არიან  ერთი მიზნით შექმნან და განახორციელონ ინტერდისციპლინარული, ინოვაციური პროექტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ჩართულობა, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად ვიწყებთ პროექტის „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულაციება“ განხორციელებას. ასევე, საგულისხმოა  პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილის ჩართულობა განათლების,  ჯანდაცვის და საინჟინრო სამართლის ახალი დარგების შექმნაში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply