დისკუსია “ინტერნეტ-სივრცის გავლენა პოლიტიკაზე და მისი სამართლებრივი რეგულაციები”

2019 წლის 15 ივლისს სტუ-სა და მაქსპლანკის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პროფესორმა ელიკო-წიკლაური ლამიხმა და პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა გამართეს დისკუსია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე: “ინტერნეტ-სივრცის გავლენა პოლიტიკაზე და მისი სამართლებრივი რეგულაციები”

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა მაქს-პლანკის უნივერსიტეტთან არსებულ თანამშრომლობაზე და მადლობა გადაუხადა პროფესორ ელიკო-წიკლაურ ლამიხს შეხვედრის ორგანიზებისათვის.

ყოფილი სსრკ ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელმა , პროფესორმა ელიკო წიკლაური ლამიხმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მაქს-პლანკის გამოცემები და სტუდენტებს წარუდგინა  ალექსანდრე ღლონტი, რომელმაც გააკეთა მოხსენება ინტერნეტ-სივრცის გავლენაზე  და მის სამართლებრივი რეგულაციებზე.

პროფესორმა ელიკო წიკლაური ლამიხმა შეაჯამა აქტუალური საკითხები და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს .

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply