2019 წლის 25 ივლისს გაიმართა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრებმა სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გოგა გახოკიძისა და ვაჟა აბაკელიას ნათელ ხსოვნას.
პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ შეჯამებულ იქნა წლის შედეგები.
საბჭოს სხდომაზე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა ლექტორები: ვახტან ჟვანია სამართლის მიმართულებით და ნატო სონღულაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
ასევე გამოვლინდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის საუკეთესო სტუდენტები:ანა ტაკაშვილი, სოფიკო დარჩია, ნათია შეყილაძე, მარიამ მამასახლისი, ნათია ყუბანეიშვილი, თეიმურაზ სულაძე, სალომე გოგოლაძე, მაკა ბენაშვილი, ანა ანდრიაძე და გიგო წიკლაური.წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულებს.