სასწავლო-პრაქტიკული პროექტი “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები”

ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების მიზნით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იწყებს ახალ სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ: ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექსპერტი, ნოტარიუსი, ფსიქოლოგი, მეცნიერ-მკვლევარი და პროფესიული ეთიკის სპეციალისტი.
პროექტში მონაწილე სტუდენტები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ იურისტებს.
ზემოაღნიშნული სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 25 სექტემბრამდე. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe46c-61I3U6s9MWGIFrsr5d6NW0sss3Tt_DdfhpruvhmRzmg/viewform

ოპერატიულ თანამშრომელი
• ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები;
• ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება;
• ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები.
გამომძიებელი
• ინფორმაციის და მტკიცებულების მოპივება;
• დანაშაულის პრევენცია;
• დანაშაულიდან თავის აღკვეთა.
პროკურორი
• პროკურატურის საქმიანობის პრინციპები;
• პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
• პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია;
• პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები;
• პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა;
• პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები.
მოსამართლე-
• მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
• მოსამართლის კომპეტენტურობა და გულისხმიერება;
• მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობა;
• მოსამართლის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ადვოკატი- საჯარო სამართლის მიმართულებით
• საადვოკატო საქმიანობის პრინციპები;
• ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები;
• პროფესიული საიდუმლოება;
• მოთხოვნები ადვოკატისადმი
• ადვოკატის სტაჟიორი. ადვოკატის თანაშემწე;
• საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
• ადვოკატთა ასოციაცია;
• ადვოკატის პასუხისმგებლობა.
საჯარო მოხელე-
საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება;
• საჯარო მოსამსახურის სახეები;
• საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები;
• საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები;
• სამსახურებრივი მოვალეობანი;
• საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება.
მეცნიერი, მკვლევარი
ექსპერტი
• ექსპერტის როლი სამართლებრივ სივრცეში;
• ექსპერტის უფლება-მოვალეობები;
• საქართველოში არსებული საექსპერტო დაწესებულებები;
• ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასასმელი საკითხები;
• ექსპერტიზისა და საექსპერტო დასკვნის სახეობები;
• ექსპერტისა და სპეციალისტის გამიჯვნა.
ნოტარიუსი
• ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
• სანოტარო მოქმედება;
• სანოტარო სამსახური;
• საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
• სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები;
• სანოტარო მედიაცია.
ფსიქოლოგი
• საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply