გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, რომელიც შეეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციის საფუძველზე.
აპლიკაციების მიღება იწარმოებს 28 სექტემბრიდან და გაგრძელდება 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს, როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ მეილზე iuridiuliganatleba@yahoo.com უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი:
მაკა აბულაძე 595961900;
ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის”, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. განიხილება ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია წლების მანძილზე ბერგჰოფის ფონდის მიერ. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.
ბერგჰოფის ფონდის ვორქშოფი თემაზე “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდი”
Posted in Uncategorized.