2020 წლის 21 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პროფესორის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ რევაზ მიშველაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც მოეწყო ღონისძიებაზე დამსწრე პირთათვის.