სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს გამოცხადების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად:
• სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი N903 ა, საკონტაქტო პირი თამარ ბარამია, ტელ.: 598 33 22 05);
დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე;
ბ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ/სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
ზ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
თ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს და დასრულდება იმავე წლის 1 თებერვალს, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
2021 წლის 5 თებერვალს მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში. არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 8 თებერვალს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
65 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა – 2020 წლის 25 დეკემბერი, 10 საათიდან 17 საათამდე, სტუ-ს კანცელარია, მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N 241 ).
არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.