სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “მტკიცებითი სამართლის” ფარგლებში ი.მინაშვილის, ი.გაბისონიას, თ.დარსანიას ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “მტკიცებითი სამართალი”, რომელშიც განხილულია მტკიცების და მტკიცებულების განვითარების ისტორია, მტკიცების პროცესი, სუბიექტები, მტკიცებულებათა ცალკეული სახეები და სტანდარტები.
სახელმძღვანელო ეძღვნება კარლო (კახა) ლაფერაძის ნათელ ხსოვნას.
სახელმძღვანელოს საფუძველზე შეიქმნა სამართლის სამაგისტრო პროგრამის სილაბუსი “მტკიცებითი სამართალი”.
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის რედაქტორობით ფაკულტეტის დოქტორანტმა, აკაკი ფარჯიანმა გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო “პენიტენციური კრიმინოლოგია”, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ამ მიმართულებაში სიახლეს.
ასევე, პროექტის ჯანდაცვის სამართლის ფარგლებში ჩართული წარმატებული მაგისტრის, ირაკლი გვასალიას ავტორობით გამოიცა ნაშრომი “პაციენტის უფლებების დაცვის სამართლებრივი რეგულაციები”
პროექტის შედეგად გამოცემული სახელმძღვანელოები 2020
Posted in Uncategorized.