საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე – ირაკლი გაბისონია

პანდემიის პირობებში ხშირია სტუდენტების უკმაყოფილება, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა. პანდემიის პირობებში სტუდენტთა ხელშეწყობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანი წერს:

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 210 სტუდენტს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაუფინანსდა სწავლების საფასური სრულად ან ნაწილობრივ. 2000 სტუდენტმა ისარგებლა გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით. ყოველწლიურად ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ენიშნებათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სტიპენდია.

სტუდენტურ საერთაშორისო ღონისძიებებში, კონფერენციებში, ვორქშოფებში, ტრეინინგებში მონაწილეობისთვის ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებული შტატებში სტუდენტებისთვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 260 000 ლარი.

სასწავლო პროცესში ინტერნაციონალიზაციის მიზნით ფაკულტეტმა გააფორმა მემორანდუმები და სტუ-მ უმასპინძლა გერმანიის მაქს პლანკის, იტალიის ლინქ ქამფუს, ლა საპიენცას უნივერსტიტეტების დელეგაციას. უცხოელი პროფესორების ელიკო ლამიხის, ჰანს იორგ ალბრეხტის, რომინა გურაშის, ანდრეა კარტნეის, პეტერ იორგენ გრაფის, ვოლფრამ შედლერის და სხვათა მიერ ჩატარდა საჯარო ლექციები, ტრეინინგები, ვორქშოფები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები. განხორციელდა სასწავლო პრაქტიკული პროექტები: „კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“, “შეხვდი დამსაქმებელს“, „მე ვარ პროფესორი“ და სხვა.“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე – ირაკლი გაბისონია

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply