ფაკულტეტის სტუდენტებმა საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებმა ელენე ჭიპაშვილმა, ელენე ბოლოთაურმა, თინათინ ქოქრაშვილმა ფაკულტეტის პროფესორის კახა ძაგანიას ინიციატივით პარლამენტში ორი საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს.
საკანონმდებლი წინადადება შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ევროპული კონვენციის გათვალისწინებით ცვლილებებსა და დამატებებს. კანონის მიღების შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის უბილეთო მგზავრს ტრანსპორტიდან ვეღარ ჩაუშვებენ და მათ მგზავრობის დასრულების საშუალება მიეცემათ.
მეორე ინიციატივა შეეხება ნიშნობის იძულების აკრძალვას.
მადლობას ვუხდით ფაკულტეტის პროფესორს კახა ძაგანიას და სტუდენტებს ასეთი ინიციატივისა და აქტიურობისთვის.

http://kvira.ge/664014?fbclid=IwAR2tmb2SJmJQig0a4NoBaVZBFvmE8mKGLmWGWYExwJCTmcl9EcSODU_5yUw

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply