ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილი საჯარო ლექცია

2022 წლის 8 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხა

და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ თემაზე: „ნარკოდანაშაულის კრიმინალისტიკა და კრიმინოლოგია“.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ჯემალ ჯანაშიას ინიციატივით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ჩართულები არიან სპეციალურ სასწავლო კურსში „ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის მეთოდიკა“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს კურსის ხელმძღვანელ ჯემალ ჯანაშიასთან ერთად ლექციებს უტარებენ პრაქტიკოსი სპეციალისტები ისეთ სპეციფიკურ თემებზე რომელიც სპეციფიკურია და საჭიროებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას.
აღნიშნული მეთოდით სასწავლო კურსის დაუფლება წარმოადგენს ინოვაციას და ფაკულტეტი სამომავლოდ აქტიურად დაგეგმავს მსგავს სწავლებას კონკრეტულ საგნებზე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply