2022 წლის 30 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში თადარიგის ოფიცერმა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრმა ზაალ სარაჯიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები”.
ლექცია დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად გაგრძელდა სამი საათი, ბატონმა ზაალმა ამომწურავი პასუხი გასცა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს. დამსწრე აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული სალექციო პროცესში.
მადლობას ვუხდით ზაალ სარაჯიშვილს და გიგა გვასალიას თანამშრომლობისათვის.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრის, ზაალ სარაჯიშვილის საჯარო ლექცია
Posted in Uncategorized.