2022 წლის 11 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა ყოფილმა პროკურორმა, ქალბატონმა ლენა კაპანაძემ თემაზე: “დანაშაულის გახსნის მეთოდიკა”.
ქალბატონმა ლენამ განიხილა ქეისი, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, იურისტმა და ექსპერტმა ზაალ სარაჯიშვილმა და გია გვასალიამ. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, რომელსაც სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ მიულოცა სტუ-ს საპატიო დიპლომის გადაცემა.