სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ვიქტორ დოლიძემ  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან ირაკლი გაბისონიასთან ერთად გახსნა  ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია.

ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია მოეწყო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით. სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს შესანიშნავი აუდიტორიის მოწყობისათვის.

აუდიტორიის გახსნის შემდგომ სახელმწიფო მინისტრმა დაათვალიერა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიები, მათ შორის, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში. მინისტრმა სასამენარო პროცესში იხილა თითის კვლების ამოღების მეთოდი, აღნიშნულთან დაკავშირებით პროფესორისგან მიიღო განმარტებები და ფრიად კმაყოფილი დარჩა ლაბორატორიის ტექნიკური საშუალებებით. მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას საგანმანათლებლო პროცესში გაწეული ღვაწლისთვის და სურვილი გამოთქვა სტუ-სთან აქტიური სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია გამოთქვამს მზად ყოფნას  დააფუძნოს მსგავსი სახის თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან, რათა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply