პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თსუ-ს ემერეტუს-პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია კონსტიტუციის აქტუალურ საკითხებზე და სტუდენტებს საჩუქრად გადასცა კონსტიტუცია. აგრეთვე, სტუდენტებს წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრის ფარგლებში წარმატების ფორმულაზე ესაუბრა ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის კურსდამთავრებული სოფო დემეტრაშვილი.
ლექციამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, ქალბატონმა სოფომ და ბატონმა ავთომ გასცეს სტუდენტების არაერთ კითხვას პასუხი.
დიდი მადლობა ბატონ ავთოს აღნიშნული ლექციისთვის და
ქალბატონ სოფოს ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply