2022 წლის 22 ნოემბერს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „განათლების ზოგადი კურსის“ ლექციათა ციკლის ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
ლექციის თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი მიმოხილვა“. ბატონმა ჯემალმა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს აუხსნა სამართლის და სამართლიანობის პრინციპები, ესაუბრა იურისტის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე და განიხილა საკუთარი პრაქტიკიდან რამდენიმე საქმე.