გივი მიქანაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 6 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გივი მიქანაძემ თემაზე “ღია მმართველობა პარლამენტში და საარჩევნო კანონმდებლობის რევიზია”.
საჯარო ლექციამ ჩაიარა ინტერაქციულ რეჟიმში, ბატონმა გივიმ ამომწურავად გასცა პასუხი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და ჩვენს პროფესორს ალექსანდრე ჩხიტაურს ლექციის ორგანიზებისათვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply