ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინგლისურენოვანი კურსის დასრულება

2023 წლის 20 იანვარს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განახლებულ ლაბორატორიაში ჩატარდა იმ სტუდენტთა დაჯილდოება, რომლებმაც გაიარეს ინგლისურენოვანი კურსი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.
კურსის მსვლელობისას სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, პატენტების გამოგონებების, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ.
სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა მირანდა გურგენიძემ და პროფესორმა თამაზ ურთმელიძემ. დეკანმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს არაერთი პრაქტიკული დატვირთვის მქონე აქტივობების განხორციელებას, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე მის ფარგლებს მიღმაც.
ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქპატენტთან და უახლოეს მომავალში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პრაქტიკა საქპატენტის ცენტრალურ ოფისში.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply