რეზო მიშველაძის იუბილე

2022 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სახალხო მწერლის, ნოველისტის, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორის, ბატონი რეზო მიშველაძის იუბილე.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ბატონი რეზოს ღვაწლი, ისაუბრეს მის ფენომენზე და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.
საზეიმო ვითარებაში დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ ბატონ რეზოს გადასცა მადლობის სიგელი “ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
გვსურს კიდევ ერთხელ მივულოცოთ ბატონ რეზო მიშველაძეს დაბაღების დღე და ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანთა სიმრავლე და ბედნიერება.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply