ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია თემაზე : „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

 

 2017 წლის, 23 ივნისს, 12:00 საათზე  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება  ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია.

თემაზე :  „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

ლექციის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე. ყაზახეთი,  არის  საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც განუხრელად და პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ ორიენტაცას. საგულისხმოა,რომ ყაზახეთის რესპუბლიკას საქართველოში განხორციელებული აქვს მრავალ მილიონიანი ინვესტიციები.  დღესაც საქართველო ერთადერთი  ქვეყანაა, სადაც ყაზახეთი, მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისებისა, ახალ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ყაზახეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტს შორის  დადებული   მემორანდუმის ეგიდით, რომელსაც დაესწრებიან  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply