საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.
აღნიშნული პროექტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაირღმავონ თვალსაწიერი.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა მეცნიერ-თანამშრომელთან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.