სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ პირველკურსელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
დეკანმა გააცნო სტუდენტებს ფაკულტეტის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები. მოუწოდა მათ დისციპლინის დაცვისკენ და წარმატებები უსურვა სწავლაში. წარუდგინა აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პირველკურსელთა კურატორები და მათთან აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. გამოხატა მზადყოფნა, რომ ყველა სტუდენტს აქტიურად დაუდგეს გვერდში და მათგანაც ელის კარგად სწავლას და დისციპლინირებულ ქცევას.
სტუდენტებს აუდიტორიებში ასევე შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი პროფესორი მაია ყიფიანი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციალა გლოველი, საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მარიამ ჯიქია და სხვა პროფესორები, რომლებმაც უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა .