ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
2017 წლის ოქტომბერს 30 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.
თავდაპირველად დეკანმა საბჭოს წევრებს გააცნო სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე, 4 წლის უფლებამოსილების ვადით წარმომადგენლების ასარჩევად არჩევნები 14 ნოემბერს დაინიშნა. ფაკულტეტის საბჭოზევე დამტკიცდა აღნიშნული არჩევნის საარჩევნო კომისია რომელიც საარჩევნო პრინციპებზე დაყრდნობით წარუძღვება არჩევნებს.
საარჩევნო კომისიის კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ: პროფესორები ჯემალ გაბელია, მაია ყიფიანი, ავთანდილ სონღულაშვილი, გიორგი კალანდაძე, თემურ ბეჟოშვილი, ნიკოლოზ ფიფია და სტუდენტი მარიამ ბურდული. აღნიშნულ კანდიდატურებს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მეორედ საკითხად საბჭომ განიხილა უკრაინის უნივერსიტეტიდან ორი პროფესორი ვიზიტის დაფინანსების საკითხი,რომლებიც წაიკითხავენ საჯარო ლექციებს ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა ტერორიზმი და სხვა.
საბჭომ ასევე იმსჯელა სასწავლო ცხრილებისა და სასწავლო პოლიტიკის სრულყოფილ განხორციელებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დეკანმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს საუკეთესო ხარისხით ჩატარებული ლექცია-სემინარებისათვის. ამასთანავე, სხვა პროფესორებთანაც მიმოიხილა ძირითადი სასწავლო პრინციპები და განუმარტა მათ კიდევ ერთხელ, რომ პატივი სცენ სტუდენტის უფლებებს და პირნათლად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.ვინაიდან, ფაკულტეტისთვის პრიორიტეტია ხარისხიანი, სრულყოფილი ლექციების ჩატარება და სტუდენტთა უფლებების განუხრელი დაცვა.
დეკანმა ასევე წამოაყენა საკითხი ინტერდისციპლინარული, კვლევითი ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ ერთობლივი დაფინანსებით და მხარდაჭერით შეიქმნება ბიზნესისა და სამართლის კვლევით ინსტიტუტი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება შემუშავდეს სოციალური პროექტის კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს ისეთი სტუდენტების დაფინანსებას, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა თავად დაფარონ სწავლის გადასახადი. ამავე დროს განიხილეს ორი სტუდენტის განცხადება, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც საბჭოს მიერ დაკმაყოფილდა.