სამართლის სპეციალობის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის გოგა მამფორიას ინიციატივით სამართლის სპეციალობის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მუშაობას გაეცნენ. შემოქმედებითი ვიზიტი თბილისში საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში განხორციელდა, როდესაც სტუდენტები უშუალოდ დაესწრნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომას. მოისმინეს სხდომის მიმდინარეობა, აითვისეს პარლამენტის საქმიანობის სპეციფიკა, დაათვალიერეს საპარლამენტო სხდომის დარბაზი და მიიღეს პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.
მსგავსი შემოქმედებითი ვიზიტები სტუდენტების აქტიური ჩართულობით კვლავ გაგრძელდება სახელმწიფო უწყებებში, რათა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები უშუალოდ გაეცნენ მათთვის საინტერესო დაწესებულებების მუშაობას.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply