გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ თორნიკე კაპანაძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.
მოგესალმებით, გაეცანით მკითხველს.
პირველ რიგში, მოგესალმებით. მე ვარ თორნიკე კაპანაძე, სამართლის სპეციალობით ვსწავლობ სტუ-ში, ვარ მესამე კურსზე.
- რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
მოსწავლეობის პერიოდში ვიცოდი უკვე თუ რაზე უნდა ჩამებარებინა, მქონდა გარკვეული მიზნები, რომლის მისაღწევადაც გადავწყვიტე მესწავლა სამართალზე. ყოველთვის როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას, რომელიც პროდუქტიულს გახდის. ამისათვის, მან სწორად უნდა აარჩიოს, ვხვდები რომ ეს არჩევანი სწორი იყო. სამართალი როგორც დარგი ყოველთვის მაინტერესებდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ვიღებდი ისეთ პროექტებში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებული იყო მასთან და სწორედ ეს მიძლიერებდა მოტივაციას, ჩამებარებინა სამართალზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი არაერთგვაროვანი რეპუტაციიდან გამომდინარე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელსაც სწავლა უნდა ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აძლევს ამის საშუალებას, რომ იყვნენ წარმატებული და დასაქმდნენ თავიანი პროფესიით .
- რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?
ამ უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტისგან განასხვავებს ინოვაციურობა, მუდმივი სიახლეები, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად განვითარდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ იურისტებად.
- მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, მაგრამ უფრო სერიოზული და მასშტაბური გახდა ის, როცა სტუდენტი გავხდი. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ჩემი აქტივობა, რომელმაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ესენია: 1)არასამთავრებო ორგანიზაცია დიპლომატის სკოლის პროექტ „ახალგაზრდული ფორუმი 2015’’ –ის დელეგატ /მომხსენებელი, 2)არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პროექტი “ახალგაზრდული ამბასადორიალი 2015’’ დელეგატი/ მომხსენებელი, 3)არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესული ხედვა საქართველოსთვის პროექტ “ახალგაზრდობა მომავლისთვის” ფორუმი 2015 გარემოს დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, 4) არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ალიანსი რეფორმებისათვის” პროექტ “მომავლის უსაფრთხოების ფორუმი 2016“ უკრაინის კრიზისის საბჭოს ხელმძღვანელი, 5)არასამთავრობო ორგანიზაცია” თავისუფლები დაცვის ცენტრის “ და პარლამენტის ერთობლივი“ პროექტი “ახალგაზრდის ხმა პარლამენტში“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხემძღვანელი. 6)არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეპ”-ის პროექტ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული სამიტი 2017 “საერთაშორისო განვითარების საბჭოს ხემძღვანელი 7). ერთკვირიანი სასწავლო კურსი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 8). იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და სხვა მრავალი აქტივობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით და მხარდაჭერით.
- ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?
ფაკულტეტის ფორმატში ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთკვირიან ტრენინგზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის. ასევე გავიარე 6 თვიანი სტაჟირება სამართლის კლინიკაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა .
- სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
ჩემს თავს სავარაუდოდ ვხედავ სისხლის სამართალში, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლო გადაწყვეტილება არ მიმიღია:) ,მაგრამ ერთი ვიცი რომ აუცილებლად ვიმუშავებ გარკვეული პერიოდის შემდგომ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ სტუდენტებს.
- გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
ზოგადად არ ვოცნენობ, თუ დავისახე რაიმე მიზანი, იმას ყოველთვის ვისრულებ და ყოველთვის ვცდილობ ოცნების მაგივრად ვიმოქმედო და ისე მივაღწიო იმ სასურველ შედეგს. ეს იქნება პროფესიულ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში .
- ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ჰყავს გამორჩეული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტების ხელშეწყობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით და პროფესიონალური მიდგომით. ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია ნამდვილად გულისხმიერი პიროვნებაა, ამავე დროს კარგი მენეჯერია, მისი პროფესიონალიზმი ყველაფერში აშკარად ვლინდება.
- რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
სტუ-ს პირველკურსელებს ვურჩევ იყვნენ მოტივირებულები, იმუშაონ ბევრი საკუთარ თავთან, მიიღონ ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობა, სადაც ისინი შეიძენენ გამოცდილებას, ცოდნას და, რა თქმა უნდა, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც ფაკულტეტი სთავაზობს.