2017 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფესორ ჩი რუშანს და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელნიც ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს. დეკანმა მადლობა მოახსენა პროფესორ ჩი რუშანს, რომლის ხელშეწყობით ჩვენი ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. გაიმართა მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.