2017 წლის 15 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მსოფლიოში ცნობილმა პროფესორმა ვალტერ იეშკემ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „რელიგია და სამართალი“.
აღნიშნული შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. მან გააცნო სტუდენტებს ინფორმაცია პროფესორის შესახებ და მადლობა გადაუხადა მას საქართველოში ვიზისთვის.
სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ პროფესორის მიერ წამოყენებული საკითხებით, მოისმინეს მისეული ხედვა პრობლემურ თეზისებთან მიმართებაში და გამართეს დისკუსია, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ როგორც სტუდენტები ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუ-ს მოწვეული პროფესორი ფილოსოფიის დოქტორი იოსებ ბაჩიაშვილი, რომელმაც სტუმარს გააცნო ჩვენეული ტრადიციებისა და ხედვების შედეგად ჩამოყალიბებული მიდგომები და დამოკიდებულებები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მადლობას უხდის გერმანელ პროფესორს ვალტერ იეშკეს გაწეული შრომისთვის და იმედოვნებს რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა.