2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი“-ს შექმნის შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ არჩევნების განვითარებისათვის დაკვეთილი კვლევების დაფინანსებით მიღებული ფულადი სახსრებით.
ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: არჩევნებთან დაკავშირებულ საკიხებზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობა, საკანონმდებლო ხარვეზების კვლევა, მათი აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და სხვა.