ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორების ვიზიტი Universitat Autònoma de Barcelona-ში.

 

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, პროფესორები: ვახტანგ ჟვანია და მალხაზ ჩიტაია ესპანეთში-ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Universitat Autònoma de Barcelona-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, სამომავლოდ კი მემორანდუმის გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც სამართლისა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით, მიიღონ მონაწილეობა ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო-სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციებში, ტრეინინგებში და სხვა აქტივობებში. პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და აკადემიურ პერსონალს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: „No Justice Without Life“. კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო ბილი მური. უდანაშაულოდ სიკვდილმისჯილი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა სამართლიანი სასამართლოს შესახებ. ფაკულტეტის დეკანის მოწვევით საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტს ახლო მომავალში ეწვევიან Universitat Autònoma de Barcelona-ს პროფესორები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply