1 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს ჩინური კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ეწვია ჩინეთის სიახლეების სააგენტოს მთავარი კორესპონდენტი ლი მინგი. იგი დაესწრო ფაკულტეტზე არჩევითი საგნის ჩინურის სწავლების გაკვეთილებს, გაესაუბრა სტუდენტებს და გააცნო ხინუას სიახლეების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა. სტუმარი ლი მინგი შეხვდა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას. დეკანმა მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტზე ჩინურის სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე გააცნო ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის სახეები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩინური კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ავთანდილ კიკნაძე და ჩინური ენის მასწავლებლები.