საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ნაშრომთა კრებულში გამოსაქვეყნებლად.
თემატიკა:
- პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებასთან დაკაშირებული აქტუალური საკითხები
- მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები
- პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციათა გამიჯვნა საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებით
- ტერიტორიული მოწყობის პრობლემა საქართველოს კონსტიტუციაში
- ორპალატიანი პარლამენტის მომავალი საქართველოში
- მმართველობის ფორმასთან დაკავშირებული საკითხები
- ადამიანის ძირითადი უფლებები და კონსტიტუციური ცვლილებები
ტექნიკური მოთხოვნები სტატიებისათვის
სტატია უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა); იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიით ერთ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენაზე; აწყობილი უნდა იყოს შრიფტით – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.), ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9.
გვერდების რაოდენობა – 10-15 გვერდი.
სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.
წყაროები ციტირებული უნდა იყოს შემდეგნაირად (ციტირების წესის დაუცველობის შემთხვევაში სტატია ვერ გამოქვეყნდება კრებულში):
ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაგ.: ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ., 2010, 15.);
ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი. მაგ.: ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001, 83;
წიგნის, ჟურნალის და სტატიის სახელწოდების მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
გ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიეთითება შემდეგნაირად: საქმის სახელი ქართულ და ორიგინალის ენებზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი. მაგ. ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი;
დ) სასურველია, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული მითითება ინტერნეტ წყაროზე. თუ წყარო, რომელსაც იშველიებს ავტორი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინტერნეტით, აუცილებელია, მიეთითოს არა სრული ბმული, არამედ ძირითადი გვერდი.
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2018 წელი.
ნაშრომის გადმოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge
აღნიშნული ნაშრომი გაივლის რეცენზირებას; რეცენზენტის დადებითი წერილობითი პასუხის შემდგომ მოხდება აღნიშნული ნაშრომის კრებულში გამოქვეყნება.