2017 წლის 5 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სადოქტორო ნაშრომთა წინასწარი დაცვა გაიმართა.
შესაბამისი კომისიის წინაშე წარდგა ორი კანდიდატი: იოსებ ბაღათურია და ედიშერ ჯაფარიძე.
პირველმა მომხსენებელმა იოსებ ბაღათურიამ კომისიის წინაშე წარმოადგინა თემა „სააღსრულებო სისტემა საქართველოში“, მან აქტიურად იმსჯელა ისტორიულ-სამართლებრივ ასპექტებზე, მიმოიხილა საზღვარგარეთის ქვეუნებში დამკვიდრებული სტანდარტები და საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა კომისიის წევრებს. მოხსენების შემდგომ საკუთარი შეხედულება დააფიქსირეს რეცენზენტებმა. ასევე, დაუსვეს კრიტიკული და აქტუალური შეკითხვები წარმოდგენილ საკითხთან მიმართებაში.
მეორე მოხსენება წარმოადგინა ედიშერ ჯაფარიძემ თემაზე: „ქართული ემიგრაცია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში“, რომელმაც ძირეულად ისაუბრა ემიგრაციის როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში, მიგრანტთა სოციალურ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე.
წინასწარი დაცვის დასასრულს ორივე კანდიდატმა დაიმსახურა დადებითი შეფასება და კომისიის წევრებმა ურჩიეს მათ ასეთივე შემართებით გააგრძელონ საკვლევ თემაზე მუშაობა.