2017 წლის 5 დეკემბერს იტალიაში, კერძოდ რომის პირველ უნივერსიტეტში მოეწყო ნაშრომის პრეზენტაცია − ,,ფედერალიზმი, როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი გზა“. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონო კახა სიხარულიძე. ელჩმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე და მათი მოგვარების გზებზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, პროფესორი რობერტო პასკა დი მალიანო, რომელიც გახლავთ რომის ფონდაციონე ლა საპიენცას პრეზიდენტი. ასევე აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს წიგნის თანაავტორებმა, რომინა გურაშმა და ნენო გაბელიამ. ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა გაბრიელ ნატალიციამ, რომელიც არის მკვლევარი რომის “ლინქ ქამფუს” უნივერსიტეტში.
წიგნის ავტორი ნენო გაბელია, როგორც ექსპერტი ეწეოდა აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტში. ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ,,იურისტში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ზემოთქმული ნაშრომის შესახებ, სადაც მაღალი შეფასება მისცა ავტორისეულ მიგნებებსა და დასკვნებს.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ულოცავს ქალბატონ ნენოს ნაშრომის პრეზენტაციას და უსურვებს წარმატებებს. ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას მომავალში სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტში ერთობლივი თანამშრომლობისათვის.