2017 წლის 6 დეკემბერს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპული განათლების აკადემიის კონტრაქტორი საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და შრომის სოციალური ურთიერთობების და ტურიზმის აკადემიის სტუდენტები ესტუმრნენ . სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში გაცნობითი შეხვედრა ჩაუტარდათ. მოისმინეს ინფორმაცია კრიმინალისტიკის ლაბორატორიაშია არსებული მოწყობილობების შესახებ, ლაბორატორიის ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდიკაზე.
სტუ–ს პროფესიული პროგრამის კრიმინალისტიკის ოთხივე საფეხურის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ლაშა ძაგანიშვილმა პირველკურსელებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა. გააცნო თითის კვლების აღების მეთოდიკა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
სტუდენტები დაინტერესდნენ სისხლის სამართლის მიმართულებით და მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს.