2017 წლის 19 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბისა და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“
ლექცია წაიკითხა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა გოგა ხატიაშვილმა.
საჯარო ლექციაზე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს თუ რამდენად ეფექტურია ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შედეგად ხდება თუ არა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათთვის სათანადო სასჯელის შეფარდება, რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული ხედვა სამართალწარმოების პროცესში და უზრუნველყოფილია თუ არა ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოება.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, აუდიტორია აქტიურად ჩაერთო თემების განხილვაში და დამსწრე პირებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ მომხსენებელისათვის.