სამოქალაქო განათლების სკოლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ქ. ბერლინში, 2017 წლის 3-8 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია-ფორუმი თემაზე: ევროპის გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარიამ ჯიქია. კონფერენციაზე განხილული იყო ევროპის, უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ასპექტები, მათ შორის მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ მოვლენებზე. აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განხილული იქნა საბერძნეთის კრიზისის გამომწვევი მიზეზები და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.