სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ჯიქიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ სამეცნიერო პრემია „თამარი“-ს მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას პროფესიულ და სამეცნიერო მოღვაწეობაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა.
სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, I პრემიის მფლობელი კი, მანანა მარიდაშვილი გახდა. II პრემია სოფია კასრაძეს ერგო; III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მარიამ ჯიქიამ მოიპოვა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და კომპანია ზარაფხანას მიერ დამზადებული მედლები გადაეცათ.