სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით დაიწყო პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტუდენტთა შეხვედრების ორგანიზება მომავალ დამსაქმებლებთან.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას. დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან როგორც საჯარო სამსახურის ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ისინი თავად გააცნობენ სტუდენტებს მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, მოისმენენ სტუდენტთა შეკითხვებს და ერთობლივად დაგეგმავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას.