2018 წლის 13 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით განხორციელდა პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სტუდენტთა შეხვედრების ორგანიზება მომავალ დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში უპირველესად, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მოიწვიეს.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ მიზნები და ამოცანები. დეკანი მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისათვის და სტუდენტებს სთხოვა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა პროექტის მუშაობაში.
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოების „საპროკურორო სამართალი“ და „საგამოძიებო სამართალი“-ს პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა, სადაც ავტორებმა მათ შორის, ჯემალ გახოკიძემ და ირაკლი გაბისონიამ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ნაშრომზე მუშაობისას გამოვლენილი სამართლებრივ ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს და პროკურორებს სთხოვეს მიმოეხილათ მათ წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი.
პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მოიწვია 25-მდე პროკურორი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის იყვნენ: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – ნინო აღლემაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი – შოთა ტყეშელაშვილი, ვაკე – საბურთალოს რაიონული პროკურორი – შოთა რიჟამაძე, მთავარი პროკურატურის ფინანსური პოლიციის ზედამხედველობის პროკურორი მიხეილ სადრაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ემზარ გაგნიძე, მთავარი პროკურატურის ფინანსური პოლიციის ზედამხედველობის პროკურორი – გიორგი მიქელაძე, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი- დავით გუმბერიძე, სამხედრო პოლიციის ზედამხედველი პროკურორი – გიორგი კვინიკაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ჯემალ ლომსაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ბერდია სიჭინავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი – ნიკოლოზ დგებუაძე, ვაკე – საბურთალოს პროკურორის მოადგილე – სოსო სალთხუციშვილი, ისანი სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე-ალექსანდრე ფოცხვერაშვილი, ქალაქის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე – იოსებ ხუციშვილი, ვაკე- საბურთალოს პროკურორი – ირაკლი მინაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პროკურორი- ეკა ესაკია, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი – სალომე შენგელია, პროკურორი გიორგი მექვაბიძე, პროკურორი ქეთევან გუმბურიძე, პროკურორი პაპუნა კერესელიძე, პროკურორი ზაზა სუხიშვილი და პროკურორი ირინა ჩოჩია.
თითოეული მოწვეული პროკურორო წარდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე, მათ ისაუბრეს პროკურორობამდე განვლილ გზაზე, მოუწოდეს ახლაგაზრდებს ენთუზიაზმით მუშაობისაკენ, განუმარტეს პროკურატურაში მუშაობის დაწყების წინაპირობები. სტუდენტმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს პროკურორებისგან.
პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა პრაქტიკოს იურისტებსა და ფაკულტეტზე მოღვაწე მეცნიერებს შორის, პროფესორებმა გააცნეს შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, პროკურატურის თანამშრომლებმა კი თავის მხრივ, მოისმინეს სამეცნიერო თვალსაზრისით გამოვლენილი რეკომენდაციები და ერთობლივი მუშაობის ფორმატით მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ფაკულტეტის მიზანი აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების მდგომარეობდა გარდა სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასაქმებისა სისხლის სამართლის მოდულის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების შეფასებასა და განხილვაში, რადგან ფაკულტეტზე სამომავლოდ უფრო დახვეწილი და პრაქტიკული კომპონენტებით დატვირთული პროგრამები შეიქმნას.
პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელიც წარმატებით დასრულდა და შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებს ფაკულტეტი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დამსაქმებლის მოწვევას.
13.01.2018