მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი მაკა ბენაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად, წარმოგიდგენთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს მაკა ბენაშვილს.

  1. მოგესალმებით, მაკა, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე

მოგესალმებით, ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი,არ მქონდა შიშის შეგრძნება, დავძვრებოდი  ხეებზე  ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად ფეხბურთს. თუმცა კარგად მახსოვს თუ სამეცადინო მქონდა თამაში არ შემეძლო, წლები გავიდა თამაში საქმემ ჩაანაცვლა სწავლა კი ისევ აქტუალურია ჩემთვის.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან საერთაშორისო ურთიერთობებზე?

მინდოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მესწავლა, სწორედ ამიტომ სტუ ავირჩიე, რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკა და დიპლომატია ეს ის სფეროა, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

როდესაც ვაბარებდი განვიხილე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა და თითქმის იდენტური იყო, მე ავირჩიე  სტუ და ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ჩვენს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ამიტომაც ბაკალავრის საფეხურის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა ისევ სტუში გადავწყვიტე

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

პირველ კურსზე როდესაც ჩავაბარე მხოლოდ საუნივერსიტეტო  სწავლაში ვიყავი ჩაფლული და მხოლოდ სტუ-ს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მეორე კურსიდან ძალიან გავაქტიურდი, მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე ახალგაზრდული გაერთიანება , რომლის ეგიდითაც სხვადასხვა აქტივობებს ვატარებდით, ამ ყველაფერში კი ფაკულტეტი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო.

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.ჩემი მიზანია გავხდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

ყოველთვის ვამბობ, რომ მთელს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტებიდან ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ხელმძღვანელობა გვყავს ჩვენ. ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არ არის, რადგან ჩვენი დეკანი ყოველთვის სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მუდამ გვეხმარება ჩვენი იდეების განხორციელებაში.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ? რის შეცვლას ისურვებდით?

ვისურვებდი , რომ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის ბაკალავრის საფეხურზე, სასწავლო პროგრამაში რამოდენიმე საგნის სილაბუსი შეიცვალოს, როგორც ვიცი, ავტორიზაციიდან გამომდინარე აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ფაკულტეტი კვლავ აგრძელებს სიახლეების დანერგვას.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ყველა ღონისძიება თავის მხრივ გამორჩეულია, თუმცა მე გამოვყოფდი ზამთრის სკოლას, რომელმაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები, დიდი გამოცდილება და ახალი მეგობრები შემძინა.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველკურსელებო იყავით აქტიურები, თქვენ გაქვთ დიდი შანსი იყოთ წარმატებულები, მოიპოვეთ სტიპენდიები და გირჩევთ არ იყოთ 51 ქულაზე ორიენტირებულები.ნუ მიიღებთ ინფორმაციულ ცოდნას თქვენი სიზარმაცის გამო, არამედ გააკეთეთ მაქსიმალური და იყავით მუდამ მზად სწავლისა და შრომისათვის.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply