ზამთრის სკოლა ქუთაისში თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ ჩატარდა

2018 წლის 27-31 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისის , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ იქნა გერმანელი პროფესორი  იოჰანეს ვეისი, რომელმაც სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „პოლიტიკა, როგორც მოწოდება ან ხელობა ვებერის მიხედვით“ და „განსჯადობის პრობლემა ვებერის რელიგიის სოციოლოგიაში“

ზამთრის სკოლის მსმენელებს უცხოელ პროფესორთან ერთად ლექცია/სემინარები  ჩაუტარეს პროფესორ მამუკა ბერიაშვილმა, პროფესორ ემზარ ჯგერენაიამ და  პროფესორ მინდია ოკუჯავამ თემებზე: ევროპული კულტურის მთავარი ნიშანი ვებერის „წინასწარი შენიშვნების“ მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფო და თანამედროვე შეხედულებები საკანონმდებლო-აღმასრულებელ ურთიერთობათა შესახებ, სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო,  რელიგიის ზეგავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე „პროტესტანტული ეთიკის და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ვებერის მიხედვით და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები და ხელისუფლებრივ უფლებამოსილებათა განაწილების ზოგიერთი თავისებურება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ლექციების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი  დისკუსია, რომლის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

აღნიშნულ ზამთრის სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართა 31 იანვარს, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply