2018 წლის 2 თებერვალს დაბა ბაკურიანში ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ გაიხსნა.
ზამთრის სკოლა ხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.
ზამთრის სკოლა გახსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ქურასბედიანმა, რომელმაც ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის, ინსპექტორის მანდატის, მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვიდეოკონტროლის განხორციელებაზე, პირდაპირი, აგრესიული მარკეტინგის მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისას.