2018 წლის 3 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები: მეგი მაღალდაძე და მანანა გოგაშვილი, ქ. თბილისის ნოტარიუსები დავით ოყროშიძე, ოთარ გოლოძე, ლალი ჯანუყაშვილი და თამილა გოგატიშვილი.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გააცნო სტუმრებს პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნოტარიუსტთა პალატის საქმიანობაზე.
დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი, ახალგაზრდა ნოტარიუსი მანანა გოგაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ნოტარიუსტთა პალატაში განხორციელებულ რეფორმებზე, სანოტარო მედიაციასა და სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის თაობაზე.
ნოტარიუსებმა: დავით ოყროშიძემ, ოთარ გოლოძემ, ლალი ჯანუყაშვილმა და თამილა გოგატიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, სამემკვიდრეო საქმეებზე და საქორწინო ხელშეკრულებებზე.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო სასწავლო–პროგრამების, სილაბუსების მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, ნოტარიუსებმა გამოთქვეს რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.
საქართველოს ნოტარიუსტთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა უახლესი იურიდიული ლიტერატურა.
ფაკულტეტის სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები ნოტარიუსებს, გამოთქვეს სურვილი ნოტარიუსობის და მოისმინეს უშუალო რჩევები მათგან.
შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ.