საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ განხორციელდა პროექტი, სახელმწიფო მოდელირება-2017, სახელწოდებით, -„გაიცანი საქართველო“.
პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 60 დელეგატი, რომლებმაც კომიტეტებთან მუშაობის შედეგად წარადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე პრობლემებითა და შესაძლებლობებით. კომიტეტებს ჰქონდათ წარდგენილი სამოქმედო გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად და შესაძლებლობის გასანვითარებლად.
დელეგატებმა მოირგეს პროფესიული როლი, რაც იყო სტიმული პროფესიული განვითარების გზაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა უკეთ გაიგეს ის ფორმატი, რა ფორმატითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო არენაზე რეზოლუციის, პოზიციის ფურცლის წარდგენისა თუ მიღების დროს. თითოეული კომიტეტი შეფასდა ჟიურის მიერ და გამოვლინდა საუკეთესო დელეგატი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გიგო წიკლაური.
პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
მოწვეული იყვნენ სტუმრები საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს სურვილი სამომავლო ურთიერთობის.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.