საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებებისა ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში დავით სოლომნიშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.
აღნიშნულ წიგნში განხილულია ცნობილი ქართველი იურისტის _ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ყურადღება გამახვილებულია ქართული იურისპრუდენციის ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად პასუხობს გასული საუკუნის სამართლებრივი, კულტურული, სოციალური ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს. დავით სოლომნიშვილის დამხმარე სახელმძღვანელო „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“ გამოცემულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.