ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

 

 2018 წლის 2 მარტს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან გაიმართა შეხვედრა.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის დეკანმა, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული ფაკულტეტების მიერ ერთობლივად დაგეგმილი  პრაქტიკული სასწავლო პროექტის, კერძოდ, ტრენერთა სკოლის პრეზენტაციასა და განხილვას.

შესავალ სიტვაში ფაკულტეტის დეკანებმა ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ევროპულ არჩევანს და სთოვეს სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ დაგეგმილ პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ტრენერთა სკოლას ფაკულტეტები ახორციელებენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, სწორედ მათგან მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ ჩვენს სტუდენტებს ლექცია-სემინარებს. წარმოდგენილი პროექტი საკმაოდ კარგ შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, ვინაიდან, ისინი ფაკულტეტის დაფინანსებით და ორგანიზებით მიიღებენ მონაწილეობას ტრენერთა სკოლაში, თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ტრენერთა სკოლის ჩატარების მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე; სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა რელევანტურ აქტივობაში.

მოწვეულმა სტუმარმა ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო ტრენერთა სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, ვადები და სკოლაში მიღების კრიტერიუმები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply