2018 წლის 5 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოსმენა-შეფასება გაიმართა.
თავდაპირველად, დეკანმა მოისმინა ხუთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შედეგები.
- „ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“
- „სასამართლო მჭევრმეტყველება“
- „სისხლის სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“
- „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“,
- „სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“
სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის „სასამართლო მჭევრმეტყველებ“-ის შედეგად შეიქმნა ორი ძირეული სახელმძღვანელო და ერთი დამხმარე სახელმძღვანელო, ესენია: „რიტორიკა ქრესტომათია“, „ახალი რიტორიკა საჯარო სასამართლოს ქრესტომათია“ და “ლუარსაბ ანდრონიკაშვილი”.
ახლახანს დასრულებული პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველში“ შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელო.
რაც შეეხება ახალ პროექტებს: „ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ „სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ და „სისხლის სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ კვლევის პროცესშია და პროექტში ჩართული მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, იძიებენ უცხოურ ლიტერატურას და მიმდინარეობს მუშაობა თითოეულ მათგანზე.
მსგავსი სახით პროექტების შედეგების მოსმენა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნულის მიზანი კი მდგომარეობს სწორი მენეჯმენტის განხორციელებაში და სამეცნიერო საქმიანობის შეჯამებაში.