პროექტების შესახებ ფაკულტეტის საბჭოს  სხდომა   გაიმართა

2018 წლის 9 მარტს სტუ სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია.

თავდაპირველად, დეკანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სამეცნიეროკვლევით პროექტებზე და კიდევ ერთხელ წარმოუდგინა საბჭოს  პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელოები. დეკანმა ყველა პროექტის რეზულტატი მატერიალური სახით წარუდგინა წევრებს და საჯაროდ დასვა საკითხი იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ჩვენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ეს პროექტები.

საბჭოს წევრებმა აღშფოთება გამოხატეს ფაკულტეტზე სამეცნიერო პროექტების ზოგიერთი პირის მხრიდან კრიტიკის გამო,  პროფესორებმა:  ჯემალ გაბელიამ,  რევაზ მიშველაძემ, ჯემალ ჯანაშიამ, იგორ კვესელავამ, მაია ყიფიანმა, თეა შაყულაშვილმა, ციალა გლოველმა, თემო ბეჟოშვილმა, ოთარ ხინიკაძემ, ნინო ხუნაშვილმა, სოფო მიდელაშვილმა, გიორგი გორაძემ, კობა ჩიხლაძემ და სხვებმა  მკაფიოდ დააფიქსირეს შეხედულებები მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ,  „რა უნდა ვაკეთოთ სხვა თუ არა სამეცნიერო საქმიანობა და როგორ უნდა განვითარდეთ თუ არა სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის გზით“- განაცხადა მათმა უმრავლესობამ.

საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირეს აბსოლიტურად ყველა მიმდინარე პროექტის მიზანშეწონილობა, დაუჭირეს მხარი ამ პროექტების გაგრძელებას, მადლობა გადაუხადეს დეკანს, რომ ასე აქტიურად უჭერს მხარს მათ ინიციატივებს და გამოთქვეს იმედი სამომავლო მეცნიერული კვლევების კიდევ უფრო მეტად განხორციელებისა.

ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძე საბჭოს წინაშე წარმოადგინა  სხვადასხვა განსახილველი საკითხი, მათ შორის, რომის ლა საპიენსას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. აღნიშნული ვიზიტისას ხელი მოეწერება მემორანდუმს, ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მოწვეული სტუმრები  ჩაატარებენ საჯარო ლექციებს და საზაფხულო სკოლას სტუდენტებისათვის.  ფაკულტეტის საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნული წინადადება

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply